ინდოეთში კაციჭამია ვეფხვი მოკლეს

ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კაციჭამია ვეფხვი მოკლა. ვეფხვის ძებნის ოპერაცია 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ბი ბი სის“ ცნობით, ვეფხვის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. თავდაპირველად ვეფხვის დაძინება იყო გადაწყვეტილი, რათა ის უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ, მაგრამ საბოლოოდ ის მოკლეს, ვინაიდან ცხოველი ძალზე სახიფათო გახდა. ვეფხვის ძებნის ოპერაციაში ვერტმფრენები და უპილოტო აპარატები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები