აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

“აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება” – ამის შესახებ ოფიციალური დადგენილება აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში, მაჟორიტარობისთვის განმეორებითი ტური 6 ოლქში ჩატარდება.
ყველა ოლქში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
სწორედ ამ ორი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მიიღეს ყველაზე მეტი მანდატი, თუმცა ვერც ერთმა პირველ ტურში 50% ბარიერი ვერ გადალახა.
დღევანდელ სხდომაზე, 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეჯამდა.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა 163 419-მა ამომრჩეველმა მიიღო.
უსკო-ს თავმჯდომარემ დღეს ბათილ ბიულეტენებზეც ისაუბრა. მათი რაოდენობა 12 ათას 622-ს აღწევს, რაც საერთო რაოდენობის 4 პროცენტია.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში, 5%-იანი ბარიერი გადალახა:
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.89% (1 მანდატი)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.62% (5 მანდატი)
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7% (1 მანდატი)
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 45.13% (8 მანდატი)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები