მამუკა არეშიძე: მოხეში არსებული სამლოცველოს პრობლემა დღემდე უნდა მოგვარებულიყო

ექსპერტი მამუკა არეშიძე რელიგიურ თემებთან დაკავშირებით ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ექსპერტი თვლის, რომ მსგავს თემებს ფრთხილი მიდგომა სჭირდება. მისი განცხადებით, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
“პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, ადამიანს უნდა მისცე ის, რასაც ის ითხოვს ისე, რომ სხვისი ინტერესები არ დაზარალდეს. ამას სჭირდება ენერგიული, მცოდნე, კრეატიული ადამიანები ხელისუფლებაში. ორი თვეა შექმნილია კომისია და საკითხი ადგილიდან ვერ დაიძრა.
საკითხი ქვეყანაშივე თუ არ მოგვარდა, შესაძლოა სიტუაციით მესამე გარეშე ძალამ ისარგებლოს. ასეთ საკითხები ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ, თორემ მოგვიგვარებს სხვა, მესამე ძალა.
გალში უნდა ამუშავდეს მეგრული ტელევიზია და ამას რა შედეგი ექნება, ვნახავთ, ანალოგიური თემაა ესეც, რასაც ფრთხილად უნდა მიდგომა. ამიტომ მსგავსი საკითხები არ უნდა გავაჩეროთ,“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები