ლათინური ამერიკის ჯამბაზები მათი ატრიბუტიკის გამოყენებას აპროტესტებენ

ლათინური ამერიკის რამდენიმე ასეულმა პროფესიონალმა ჯამბაზმა მათ ტანსაცმელში გამოწყობილი ხულიგნური თავდასხმები დაგმო. მათი განცხადებით, ეს ცირკის მსახიობის იმიჯს ზიანს აყენებს.
მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გამართულ შეხვედრაზე ჯამბაზებმა განაცხადეს: „ჩვენ ვართ ჯამბაზები და არა მკვლელები“. „ჩვენ, გვსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ კარგი ადამიანები ვართ და ჩვენს საქმეს პროფესიონალურად ვასრულებთ,“- განუცხადა სააგენტო „როიტერს“ ერთ-ერთმა ჯამბაზმა ხოი ხოიმ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ადამიანები ჯამბაზებზე ცუდ, არასწორ ინფორმაციას მოისმენენ, მათ შეიძლება ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი აიღონ და ჯამბაზების მოსაკლავად წავიდნენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ადამიანებს ჯამბაზებში გამოწყობილი დამნაშავეები აშინებენ. ამის შესახებ იტყობინებიან დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და ბრაზილიიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები