უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირი შეთანხმებას რამდენიმე კვირაში მიაღწევს

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირი შეთანხმებას რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის სამიტის პირველი სამუშაო დღის შემაჯამებელ დოკუმენტში. სამიტი ბრიუსელში მიმდინარეობს.14793691_10207074519653020_1427654791_n
ამ მექანიზმის მიხედვით, თუ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის წესებს ბოროტად იყენებს, ბრიუსელი მისთვის ავტომატურად უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეძლებს.
„საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ დაწესდება, რაც ევროკავშირი მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებულ პროცედურას შემოიღებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები