ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, სირიაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გაგრძელების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ „ყველა შესაძლებელ ვარიანტს“ განიხილავენ, მთ შორის სანქციების გამკაცრებასაც.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. „ევროკავშირი მოუწოდებს სირიაში სისხლისღვრის და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ,“ – განაცხადა ტუსკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციები სირიის ხელისუფლების და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იქნება მიღებული. ის რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიღებს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც განაცხადეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთი სირიის ქალაქ ალეპოში „საშინელ სისასტიკეში“ დაადანაშაულა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს მხარს არ უჭერს, იტალიაა. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირს რუსეთთან საუბარი სურს, „კარი ღია უნდა დარჩეს“.
14794169_10207074493172358_1535818550_n 14797379_10207074493252360_629190041_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები