ერაყის ქალაქ კირკუკში, შეიარაღებული პირები, სამთავრობო შენობებს თავს დაესხნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
კირკუკი ქალაქ მოსულიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. მოსული ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა სამთავრობო ძალები უტევენ. ერაყის მედიის ინფორმაციით, „ბოევიკები“ ელექტროსადგურს და პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტებიც იყვნენ.