„დიდი შესვენება” – თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი წარმოდგენა გაიმართება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარის” ფარგლებში, 21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივი პროექტი “დიდი შესვენება” განხორციელდება, რომელსაც წარმოადგენენ  გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი და მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პიესის ავტორია – დათა ფირცხალავა; რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი; სცენოგრაფი – ლელა ფერაძე;  კოსტიუმების მხატვარი – ნანა ყორანაშვილი; მუსიკალური გაფორმება – იოანე (ვანო) ხუციშვილი.
მონაწილეობენ: ბაქარ ალავიძე, ლიაკო გოგიძე, მანუჩარ გოგოლაური, ანდრია ვაჭრიძე, ბექა კულიჯანაშვილი, ლექსო ჩემია.
სპექტაკლში გამოყენებულია გიორგი ჯიქიას მუსიკა. სპექტაკლის ბილეთების შეძენა, შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის თეატრის სალაროში, სპექტაკლზე, მაყურებლის შესვლა დარბაზში მოხდება “თავისუფალი თეატრის” მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები