„მე გადავცურე ენგური“ – მალე ახალი დოკუმენტური ფილმის გადაღება დასრულდება

“მე გადავცურე ენგური” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელსაც ანუნა ბუკია იღებს.
როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს, დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე. იგი იღებს გადაწყვეტილებას, იპოვოს სახლი, რომელიც ომმა 4 წლის ასაკში დააკარგვინა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი, საზღვრის მალულად გადაკვეთაა. სახლის ძიებისას იგი იკვლევს მასავით დევნილი პირების ყოფას ომის დასრულებიდან 24 წლის შემდეგ. ყოფას, რომელიც ომს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობას.
ეს არის ამბავი, თუ როგორ შეიძლება ოკუპაცია იქცეს დაღად ადამიანებისთვის და სამუდამოდ გააქროს სახლის და სიმშვიდის შეგრძნება.
პარალელურად, ანუნა ბუკია ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, პროექტის ტრანსმედიის მიმართულებით განვითარებაზე მუშაობს.
ფილმზე დაფუძნებულ თამაშს “Enguri” ანუნა ბუკია სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორებს, პროგრამისტებსა და დიზაინერებს ლაიფციგში DOK HACKATHON & PROTOTYPE JAM-ზე წარუდგენს.
ასევე, ფილმი “მე გადავცურე ენგური” ნაჩვენები იქნება იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალის East Silver Market-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები