ტრამპი და კლინტონი საქველმოქმედო საღამოზე ერთმანეთს მწარედ ეხუმრნენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს საქველმოქმედო ვახშამზე შეხვდნენ და მწარე ხუმრობები გაცვალეს.
საქველმოქმედო საღამო ალფრედ სმიტის მემორიალური ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები ამ ვახშამს ტრადიციულად 1960-იანი წლებიდან ესწრებიან.
„დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰილარი კლინტონი მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებთან ერთ ოთახში იმყოფება და მას ფულს არ უხდიან,“ – იხუმრა ტრამპმა.
კლინტონმა ასევე იხუმრა და განაცხადა, რომ მას მოუწია ძილის შესვენების შეწყვეტა ამ ვახშმის გამო. საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბევრი ჭორი დადიოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავის ცერემონიაზე ის ცუდად გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები