პრეზიდენტი და პირველი ლედი საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თავდაცვის მინისტრთან ერთად საერთაშორისო ფესტივალს “შემოდგომის თბილისს” დაესწრნენ, ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულიერო ორკესტრი მონაწილეობდა.
სამხედრო მუსიკოსებმა სასულიერო მუსიკისთვის შექმნილი ნაწარმოებები დაუკრეს. პირველად შესრულდა სტივენ ბრაიანტის “ბინდი”, რომელიც ქართველ გმირებს მიეძღვნა. საღამო მარშით დასრულდა, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორკესტრებს შორის პარტნიორობის აღსანიშნავად კაპიტან პოლ კოლის -სმიტის მიერ შეიქმნა.
ღონისძიება, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მრჩევლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები