“საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღიდგინოს შელახული იმიჯი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის გამო ჰქონდა”

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღიდგინოს შელახული იმიჯი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის გამო ჰქონდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლეების სუვერენულ, დამოუკიდებელ სურვილსა და გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერევა.
„თქვენ გახსოვთ, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყო, ვინ იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და სწორედ ჩვენი ცვლილებით, რომელსაც ბევრი ოპონენტი ყავდა, გახდა შესაძლებელი, რომ ეს წესი შემოღებულიყო. არ დანიშნულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ თავად მოსამართლეებს აერჩიათ. სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის თვალსაზრისით, მივეცით შესაძლებლობა, პირველად თავად აერჩიათ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რაც თავისთავად გაზრდის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რადგან ის არის არჩეულ პირი.
თავმჯდომარეს ექნება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. ვფიქრობ, ეს არის ის ფაზა და დასაწყისი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შელახული იმიჯი, იმ პოლიტიკური გავლენის გამო, რაც მას ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დატოვებული ცუდი მემკვიდრეობით, უნდა აღიდგინოს და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ, განახლებულმა შემადგენლობამ და გათვისუფლებულმა მოსამართლეებმა, რომლებსაც დღეს აქვთ შესაძლებლობა ემსახურონ სწორედ მართლმსაჯულებას და ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები