დონალდ ტუსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელებული იქნება. ტუსკის თქმით, სირიაში რუსეთის მოქმედების გამო, ქვეყნის ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტი განიხილება.
„ძალიან რთულია რუსეთთან მოლაპარაკება ალეპოში სამოქალაქო პირების და საავადმყოფოების დაბომბვებზე საუბრის გარეშე. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ, მაგრამ თუ დანაშაულები გაგრძელდება, სანქციები შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ტუსკმა.
რამდენიმე დღის წინ დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს სირიაში ომის დასრულებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. დასავლეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი სანქციები არ გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები