აზერბაიჯანელი რეჟისორის იმამ ჰასანოვის დოკუმენტური ფილმი საქართველოში ტურნეს იწყებს

22 ოქტომბერს თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონოფესტივალის “CineDoc Tbilisi” – ის ფარგლებში რეჟისორ იმამ ჰასანოვის დოკუნეტური ფილმის “წმინდა ძროხა” პრემიერა შედგება.14572900_1494536240562361_6062522862982383575_n
ფილმმა მსოფლიოში საუკეთესო კინოფესტივალებზე იმოგზაურა, მათ შორის – ამსტერდამში IDFA „First Appearance Competition” ტორონტოში Hot Docs – “World Showcase” და პრაღაში ფესტივალზე One World.
ფილმის მთავარი გმირი -ტაპტიგი, ფერმერია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად აზერბაიჯანის ერთ-ერთ მთიან სოფელში ცხოვრობს. მან გადაწყვიტა იყიდოს ევროპული ჯიშის ძროხა. მაგრამ, სოფლის ახსაკალებს და ტაპტიგის ოჯახის წევრებს არ სურს სიახლეების გაგონება.
ყველაფრის მიუხედავად, ტაპრიგი მყარად მიდის თავისი ოცნების აღსრულებისკენ. ის ყიდულობს ევროპულ ძროხას და არქმევს მას მადონას.
„წმინდა ძროხა“ მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცდილობს დაიცვას ბალანსი ტრადიციასა და სიახლეებს შორის.
ფესტივალის შემდეგ ფილმის ჩვენება თბილისში “კავკასიურ სახლში” გაიმართება, შემდეგ კი ქვემო ქართლში, კახეთსა და ბათუმში.
საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმმა აზერბაიჯანში იმოგზაურა: საჯარო ჩვენებები გაიმართა ბაქოში, სუმგაიტში, მინგეჩაურში, განჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები