„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის ყაზანში 36 წლის მამაკაცი დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა და თათრეთის შსს-მ  36 წლის ყაზანის მკვიდრი დააკავეს. ის „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაშია“ ეჭვმიტანილი. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ იუწყება.
ეჭვმიტანილი რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო და რუსეთში აკრძალულ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან იყო დაკავშირებული.
ჩხრეკის დროს მამაკაცს რადიოსადგური, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობის შემადგენელი ნაწილები აღმოაჩნდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტების მომზადების“ და „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ მუხლით. ეჭვმიტანილს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები