ერაყის პრემიერი – მოსულზე შეტევა დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს

ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ აბადის განცხადებით, ქალაქ მოსულზე შეტევა დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად მივიწევთ წინ, ვიდრე ეს იგეგმებოდა“, – განაცხადა აბადიმ პარიზში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ ქალაქის გათავისუფლებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მოსულიდან წასვლის შემდეგ ექსტრემისტები, სავარაუდოდ, სირიაში ქალაქ რაქაში გადავლენ, რომელიც ამ ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები