დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰომოსექსუალიზმისთვის გასამართლებული პირების რეაბილიტაცია მოახდინა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ათასობით გარდაცვლილი ჰომოსექსუალი მამაკაცის რეაბილიტაცია მოახდინა. მათ თავის დროზე იმ კანონების დარღვევას ედავებოდნენ, რაც დღეის მდგომარეობით დასჯადი აღარ არის.
„ბი-ბი-სი” -ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც მათემატიკოსის, ალან ტიურინგის რეაბილიტაცია მოხდა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების საიდუმლო შიფრის „ენიგმას“ გაშიფვრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
მამაკაცებს შორის სქესობრივი კონტაქტები ინგლისსა და უელსში სისხლის სამართლის დანაშუალად 1867 წლამდე ითვლებოდა, შოტლანდიაში 1980 წლამდე, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში – 1982-მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები