თურქეთში სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში ეჭვმიტანილი ჯარისკაცები დააკავეს

თურქეთში, ივლისში მომხდარ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 40-მდე ჯარისკაცი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ კონიაში მდებარე ავიაბაზის სამხედრო მოსამსახურეები არიან.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან სავარაუდო კავშირისთვის 32 000 ადამიანი იმყოფება ციხეში. კიდევ 100 000 ადამიანი, მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები, სამსახურის გარეშე დარჩნენ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ივლისის შუარიცხებში მოხდა. ხელისუფლების მტკიცებით, აღნიშნული მოვლენები აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები