სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში საშუალო სიშორის რაკეტა გამოსცადეს

ჩრდილოეთ კორეამ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის წარუმატებელი გაშვება განახორციელა. ამის შესახებ აშშ-ის და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები იუწყებიან.
როგორც შეერთებული შტატების მეთაურობაში აცხადებენ, რაკეტა ქალაქ კუსონგის მახლობლად მდებარე მოედნიდან გაუშვეს. ის ჰაერში აფეთქდა.
სამხრეთ კორეის გენერალურმა შტაბმა ჩრდილოელი მეზობლის პროვოკაციები დაგმო.  რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით ოფიციალური პროტესტი იაპონიამაც გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები