მოსულს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ქურთები უტევენ

ერაყელი ქურთების ძალებმა ხუთშაბათს მოსულის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე სოფლებზე შეტევა განაახლეს. ამ ქალაქს ერაყის შეიარაღებული ძალები დასავლეთის კოალიციის დახმარებით უკვე მეოთხე დღეა უტევენ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ქურთების ფორმირებებმა რამდენიმე სოფელი უკვე გაათავისუფლეს. მათ მაღლობები დაიკავეს და იქიდან ისლამისტების პოზიციებს ნაღმმტყორცნებით ბომბავენ.
მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო. ერაყის შეიარაღებული ძალების გარდა მას სუნიტი მოხალისეები და ქურთისტანის ავტონომიის წარმომადგენლები უტევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები