აშშ-ის სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის მამაკაცს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, აშშ-ის სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, მუჰანად ბადავის 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სასამართლოს ინფორმაციით, ბადავი თავის მეგობარს ახლო აღმოსავლეთში წასვლაში დაეხმარა, სადაც ის „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბრალდებული ისლამისტების „მხეცური იდეოლოგიის“ მომხრეა და დანაშაულებრივ სქემაში მისი მონაწილეობა შეერთებული შტატების ღალატს ნიშნავდა.
ბადავი გასულ წელს ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები