ცხოველებს ანაწევრებდნენ, კედლებზე ჰკიდებდნენ და ცემით კლავდნენ – რუსეთში ორი მოზარდის დასჯას ითხოვენ

რუსეთში, ხაბაროვსკში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის  გამო მოზარდ გოგონებს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, საზოგადოება შოკში ჩააგდო კადრებმა, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და სადაც ძაღლების და კატების წამების და მოკვლის მძიმე ფაქტებია ასახული.

204919_w625_h351_fბლოგერებმა ინტერნეტ-გამოძიებაც კი ჩაატარეს  და თავი მოუყარეს სოციალურ ქსელებში გაბნეულ მასალას მოზარდების შესახებ. ტატუს, ტანსაცმლის და აქსესუარების მიხედვით დაადგინეს, რომ ბოროტმოქმედები ხაბაროვსკის ოლქის მკვიდრები არიან, ერთ-ერთი ცნობილ უნივერსიტეტში სწავლობს, მეორე კი – კოლეჯში.

ფეისბუქის მომხმარებლები, რომლებიც შეძრწუნებულები არიან  გოგონების  მიერ ჩადენილი გაუგონარი დანაშაულით, ვარაუდობენ, რომ ისინი ცხოველებს გამოქვეყნებული განცხადებებით პოულობდნენ – „ვაჩუქებ ძაღლს (კატას) მზრუნველ ადამიანს“, ზოგიერთ ცხოველს კი, უბრალოდ ქუჩაში იჭერდნენ, ისინი დაუსახლებელ full-photo2016-10-1817-48-08-1476804306ადგილებში მიჰყავდათ და სასტიკად აწამებდნენ.  ზოგჯერ ისინი ცხოველებს ანაწევრებდნენ,  კედლებზე ჰკიდებდნენ  როგორც ნანადირევს, ან უბრალოდ ცემით კლავდნენ.

ამ ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ,  ერთ ღამეში სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც ბოროტმოქმედების დასჯას ითხოვენ. პეტიციას 30 ათასმა ადამიანმა უკვე მოაწერა ხელი.

ბლოგერებმა გოგონების შესახებ მთელი დოსიე შეადგინეს და გაარკვიეს, რომ ერთ-ერთ მათგანს შეძლებული ოჯახი ჰყავს, ხოლო მეორეს ბებია ზრდის, რადგან მის მშობელს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების გამო დედობის უფლება ჩამოართვეს.

საქმე ადგილობრივ პოლიციამდეც მივიდა და გამოძიება მათაც დაიწყეს, თუმცა ცხოველთა დამცველებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად რჩება გამოუძიებელი და ისინი სამართალდამცველებს არ ენდობიან.

204920_w625_h351_fაღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ბოროტმოქმედი გოგონების ვინაობა დაადგინეს, რამდენიმე მუქარის ზარი დაფიქსირდა მათ საცხოვრებელ სახლებში. ხაბაროვსკის ოლქის პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ ქალბატონმა მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ  მის შვილს მოკვლით დაემუქრნენ. მუქარის ავტორები ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვენ და  აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეებს თავად გაუსწორდებიან.

204921_w625_h351_f

wx1080

wx1080 (1)

204975_w625_h351_f

204914_w625_h351_f

thumb_20161019125533139

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები