ნიუ-იორკის ქუჩაში შიშველი კლინტონის სკულპტურა დადგეს – როგორ გამოხატავენ ამერიკელები პროტესტს (ვიდეო)

შიშველი ჰილარი კლინტონის სკულპტურა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩაზე 27 წლის მხატვარმა დადგა. ეს ფაქტი ქუჩური გარჩევის მიზეზი გახდა. გაზეთ The New York Daily-ს ცნობით, ენტონი სკიაოლიმ პრეზიდენტობის კანდიდატი უხერხული და დამცინავი ფორმით გამოსახა. მას არაპროპორციული ტანი ჰქონდა, გაღეღილი ბლუზი ეცვა და ფეხის ტერფების ნაცვლად, ჩლიქები ჰქონდა.
არტ-ნამუშევარში მეორე, შედარებით ტანმორჩილი ადამიანის გამოსახულებაც ფიგურირებს, რომელიც კლინტონის მკლავს არის ამოფარებული. ავტორის ჩანაფიქრით, მას სურდა უოლ-სტრიტელი ბანკირის პროტოტიპი შეექმნა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს.
მას შემდეგ, რაც ქუჩაში არტ-ობიექტი დაამონტაჟა, სკულპტურის ავტორს ამავე ტერიტორიაზე მდებარე ინდური ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი მიუახლოვდა და ნამუშევარი წააქცია. შემდეგ ის სკულპტურას მიწაზე ტანით გადაეფარა და ენტონი სკიაოლის შესაძლებლობა არ მისცა, ნამუშევარი ხელახლა აღემართა. კონფლიქტში კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩაერთო. ადგილზე ამერიკელი სამართალდამცველებიც მივიდნენ.
იმის გამო, რომ მხატვარს კლინტონის ქანდაკების ინსტალაციის ნებართვა ოფიციალური სტრუქტურებიდან არ ჰქონდა, პოლიციამ ის აიძულა არტ-ობიექტის დემონტაჟი განეხორციელებინა. გავრცელებული ცნობით, კლინტონის სკულპტურის დამონტაჟებაში ანარქისტული მოძრაობა INDECLINE-ც იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები