ქაბულში ნატოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ორი ამერიკელი მრჩეველი მოკლეს

ქაბულში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 11: 00 საათზე განხორციელდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ქაბულში უცნობმა პირმა ნატოს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ორი ამერიკელი მრჩეველი მოკლა. შემთხვევის დროს რამდენიმე ამერიკელი დაშავდა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მას სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.
ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში 13 ათასამდე ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები