თურქეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” სავარაუდო წევრი მოკლა, რომელიც თავის აფეთქებას გეგმავდა

ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი თურქეთის პოლიციამ იმ დროს მოკლა, როცა ის ანკარაში ტერაქტის განხორციელებას გეგმავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თურქულ სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავების დროს, ეჭვმიტანილმა ანკარის გარეუბანში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. იგი ორმხრივი სროლის დროს მოკლეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. სპეცსამსახურების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი თურქეთის დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილას თავის აფეთქებას გეგმავდა. მოკლული დიარბაკირში რეგისტრირებული, 1992 წელს დაბადებული მამაკაცია.
უსაფრთხოების მიზნით, ანკარას ხელისუფლებამ, დედაქალაქში, 30 ნოემბრის ბოლომდე საზოგადოებრივი ღონისძიებები აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები