ქიმიური კასტრაცია პედოფილიისთვის – არღვევს თუ არა ფილიპინების პრეზიდენტის ინიციატივა სამედიცინო ეთიკას

ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდიდომ, BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში პედოფილიის აღმოფხვრას ქიმიური კასტრაციის საშუალებით შეძლებენ.
ბოროტმოქმედის ორგანიზმში სპეციალურ პრეპარატებს შეიყვანენ, რომელიც ლიბიდოსა და სექსუალურ აქტივობას სტერილიზაციისა და ორგანოების ამოჭრის გარეშე შეამცირებს. მისი თქმით, ინდონეზიაში პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, თუმცა როდესაც საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება, მაშინ კომპრომისი არ არსებობს.
ოქტომბერში ინდონეზიაში არაერთი კანონი მიიღეს, რომელიც პედოფილების ქიმიურ კასტრაციას ითვალისწინებს. დოკუმენტმა ცხარე განხილვები გამოიწვია პარლამენტში, თუმცა საბოლოოდ მაინც დამტკიცდა. ახალი კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი შეიძლება სიკვდილითაც დაისაჯოს, ან მიესჯება ქიმიური კასტრაცია და პატიმრობის ორი წელიწადი.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინების პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან ინდონეზიის ექიმთა ასოციაციაში. ისინი კანონპროექტის სისრულეში მოყვანას აპროტესტებენ, რადგან ქიმიური კასტრაცია სამედიცინო ეთიკას არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები