ესპანური შავი ოთხშაბათი – 16 წლის გოგონას გაუპატიურებას ათასობით არგენტინელი ქალი აპროტესტებს

ათასობით არგენტინელმა ქალმა მუშაობა შეწყვიტა და გაიფიცა. ამის მიზეზი 16 წლის გოგონას გაუპატიურება და მოკვლა გახდა. ლუსია პერესი 8 ოქტომბერს, ქალაქ მარ დელ პლატაში გარდაიცვალა. თავდაპირველად ექიმებს ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ეგონათ, თუმცა, მოგვიანებით მათ სექსუალური ძალადობის კვალი აღმოაჩინეს.
20 ოქტომბერს გოგონას პატივსაცემად ბუენოს-აირესის ცენტრში მარში გაიმართება. მარშის აქტივისტები ქალბატონებს მოუწოდებენ ამ დღეს შავი სამოსი ატარონ. ისინი მარშის დღეს – ესპანურ შავ ოთხშაბათს უწოდებენ.
ღონისძიების ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ, სამსახურებში მუშაობა ერთი საათით შეწყვიტონ და გოგონას ხსოვნას პატივი მიაგონ. ლუსიას 19 წლის ძმა მათიასი, ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქუჩებში კიდევ ათასობით ლუსიას კლავენ და ეს არ უნდა დაუშვან.
არგენტინაში ათასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გასულ წელსაც გამოვიდა. ისინი ქალთა უფლებების დასაცავად საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

14641939_10154076466454779_4025838186884808220_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები