„ისლამური სახელმწიფო“ მოსულში მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები,“ ერაყის ქალაქ მოსულში, ადამიანებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯეფ დევისის განცხადებით, ამ ადამიანებს ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, „ბოევიკებმა“ ცეცხლი მოუკიდეს ჭაბურღილებს და საბურავებს, რათა საჰაერო დარტყმებს და უპილოტო საფრენ აპარატებს ხელი შეუშალონ.
გაეროს ინფორმაციით, მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 1,2 მილიონ ადამიანს შეეხება, რომლებიც ქალაქში და მის შემოგარენში ცხოვრობენ. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ორშაბათს დილით დაიწყეს. შეტევაში არტილერია და ავიაცია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები