მცირეწლოვანი შვილის ცემის გამო მამა დააკავეს – შემზარავი ფაქტი თურქეთში (ვიდეო)

თურქეთში, ორდუს პროვინციაში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ორწლინახევრის შვილი სასტიკად სცემა. როგორც თურქული მედია იუწყება, ბოროტმოქმედი ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელია.
მან მეუღლე და შვილი ერთ-ერთ რესტორანში წაიყვანა. მცირეწლოვანი დაწესებულებაში საბავშვო მოედანზე თამაშობდა, ცოლ-ქმარი კი ამ დროს ვახშმობდა. მოულოდნელად მამაკაცი სუფრიდან წამოდგა, შვილთან მივიდა და სხვა ბავშვების თანდასწრებით მას სახეში რამდენჯერმე გაარტყა. ბავშვი წაიქცა, თუმცა მამა მას თმაში სწვდა და იატაკზე დაცემულ მცირეწლოვანს კვლავ დაუწყო ცემა.
შემთხვევა რესტორანში სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. მამაკაცი ჟანდარმებმა დააკავეს. მას თურქეთის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ბოროტმოქმედი სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში იხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები