„ერთად გავაძლიეროთ ამერიკა“ – ქართველი მხატვრის დავით-დათუნას ახალი ექსპოზიცია ნიუ-იორკში

წარმოშობით ქართველმა, ამერიკელმა მხატვარმა დავით-დათუნამ ახალი ექსპოზიცია წარმოადგინა. კომპოზიციის სახელწოდებაა Make America Stronger Together – ერთად გავაძლიეროთ ამერიკა. ექსპოზიცია ნიუ-იორკში, ტრამპ ტაუერის შენობის შესასვლელში დამონტაჟდა.
ნახატი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების დროშას, რომელზეც აშშ–ის ორი საპრეზიდენტო კანდიდატი – ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპია გამოსახული. დროშას აწერია “SOS” და “ONE”, რაც კლიმატის გლობალური ცვლილების მაჩვენებელია. ასევე კომპოზიციაზე სხვადასხვა სტატიიდან ამოღებული ციტატებია გამოსახული.
კომპოზიცია 20X10 ფუტის ზომისაა და ის დავით-დათუნას ტრადიციულ სტილშია შექმნილი – კონტრასტულად განსხვავებული გამოხატვის დაპირისპირება თანამედროვე კულტურის რთული ფრაგმენტებით.

14611076_10207190063458570_4679807193080436055_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები