ზურაბ ტყემალაძე: „მრეწველები“ მეორე ტურში მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ

ის განცხადება, რომ საზოგადოებამ მეორე ტურში მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალურ მოძრაობას,“ სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა“ ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
ტყემალაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეფარვით ხდება. „მრეწველთა“ ლიდერი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა საზოგადოების მაღალ ნდობას ნიშნავს.
“ის, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს უმრავლესობას, იმეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება მაღალ ნდობას უცხადებს მათ. ზოგიერთი სამოქალაქო საზოგადოების წევრისგან ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ფარული მხარდაჭერა, რაც ყველასთვის ცხადია. თუ საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს, ამ შემთხვევაში რა მოხდება, ესე იგი ისინი მოიპოვებენ კონსტიტუციურ უმრავლესობას,“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტყემალაძე აცხადებს, რომ ისეთ ოლქებში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაუპირისპირდება, „მრეწველები“ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ.
“ადგილებზე, სადაც ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდება, ჩვენ მხარს „ქართულ ოცნებას“ დავუჭერთ, თუმცა ხაშურში, ჩვენი კანდიდატი სიმონ ნოზაძეა გასული მეორე ტურში, რომელსაც კონკურენციას „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვალერი გელაშვილი გაუწევს და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მხარს სიმონ ნოზაძეს დავუჭერთ და დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები