ფილიპინების პოლიციამ, დემონსტრანტების დასაშლელად, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ფილიპინების პოლიციამ, ქვეყნის დედაქალაქ მანილაში, დემონსტრანტების დასაშლელად, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. აქცია აშშ–ის საელჩოსთან გაიმართა. პოლიციასთან შეტაკებების დროს 10 ადამიანი დაშავდა. მათ პოლიციის მიკროავტობუსი დაეჯახა. სამართალდამცველებმა 29 ადამიანი დააკავეს. ბოლო დროს,ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ აშშ–ის ხელისუფლება რამდენჯერმე გააკრიტიკა. შეერთებული შტატები თავის მხრივ უკმაყოფილებას გამოთქვამს დუტერტეს ანტინარკოტიკული ოპერაციებით, რომელთა შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები