ჰაკერებმა უკრაინულ ინტერნეტმაღაზიებს შეუტიეს

ჰაკერებმა ამჯერად უკრაინის ინტერნეტმაღაზიის სერვერებზე შეაღწიეს და მომხმარებლების პერსონალური მონაცემები მიითვისეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ua1.com.ua ავრცელებს. მისივე ცნობით, საუბარია 60-ზე მეტ ინტერნეტმაღაზიაზე. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჰაკერებმა სერვერებზე “მალვარი” გაავრცელეს, 5000-მდე მაღაზიიდან 60 მაღაზია ვირუსის მიმართ სუსტი აღმოჩნდა და დაინფიცირდა.
ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი უილიამ დე გრუტი პირველი იყო, ვინც ინტერნეტმაღაზიების სერვერებზე მოწყვლადი ადგილები აღმოაჩინა და სამართალდამცავებს აცნობა. მისი ცნობით, კიბერთავდასხმა გასული წლიდან ხორციელდებოდა.

წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები