ჩეხეთის პოლიციამ რუსეთის მოქალაქე დააკავა

ჩეხეთის პოლიციამ რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც აშშ–ის საიტებზე კიბერშეტევებშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. მამაკაცის სახელი და გვარი უცნობია.
პოლიციამ ის პრაღის ცენტრში, ერთ–ერთ სასტუმროში დააკავა.
რუსეთის მოქალაქის დაკავება ჩეხეთის პოლიციის და აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივი მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი.
ოქტომბრის დასაწყისში აშშ–ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ და დაზვერვის ნაციონალურმა სამმართველომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება, ამერიკის პოლიტიკურ სტრუქტურებზე ჰაკერულ თავდასხმებში ოფიციალურად დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები