ბელგიაში სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 15 ადამიანი დააკავეს

ბელგიაში სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 15 ადამიანი დააპატიმრეს, – ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ყველა მათგანი ქვეყანაში განხორციელებული რეიდების შემდეგ დააკავეს. როგორც ბელგიის პროკურატურაში განმარტეს, 15-ივეს ბრალად ედება ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსება და სირიაში წასასვლელად “მებრძოლების” გადაბირება.
როგორც “როიტერი” ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, რეიდები არ უკავშირდება ბრიუსელში 22 მარტს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, რის შედეგადაც 32 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები