გერმანიაში სილამაზის სალონში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა – არის მსხვერპლი

გერმანიაში ქალაქ დიურენში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე სილამაზის სალონში მოხდა. როგორც “დოიჩე ველე” წერს, სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მამაკაცი. ერთი ქალი კი მძიმედ არის დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ შენობაში მძევალი აიყვანა.
ამჟამად შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს ბლოკირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები