ვიეტნამში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა. 10 ათასობით ადამიანს სურსათის მარაგი ამოეწურა, ზოგიერთი რაიონი კი გზების დატბორვის გამო, გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმამ ქვეყნის ოთხი პროვინცია დააზარალა.
დატბორილია 30 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.
უამინდობა ტროპიკულმა შტორმმა გამოიწვია, რომელიც ფილიპინებიდან ვიეტნამის მიმართულებით გადაადგილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები