ინდოეთის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ორისას შტატში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ხანძრის გაჩენისას საავადმყოფოში 500-მდე პაციენტი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა შენობა ფანჯრებიდან დატოვა.
ცეცხლის ჩაქრობაში 120-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები