„ჩემი სურვილია, დავუარო ძველი თბილისის ქუჩებს და უძველესი სადარბაზოების კარები მოვხატო“ 

მის ფერებს სხვანაირი სიმშვიდე მოაქვს. სხვანაირი ჰარმონია და იდილია გეუფლება,  როცა უყურებ ნახატებს, ჭურჭელს, ავეჯს, პიანინოს, ვიოლინოს, ჩანთას… – ყველაფერს, რომელსაც მისი ხელი და ფანტაზია შეხებია, და ფერთა მელოდიით აუმეტყველებია მივიწყებული ნივთი თუ საგანი… ორნამენტები მღერიან!
ფერთა უჩვეულო გამით,
ფილიგრანულად, დახვეწილი ხაზებით მართლა საოცრებას აღწევს… – მხატვარ-დეკორატორ მეგი გვენეტაძის პერსონა.

14678079_1414912428538569_1708987962_oროდის დაიწყეთ ხატვა?
– რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ…
დედაზე ხშირად საუბრობთ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ხატავთ…  
– მშობლები ყოველთვის მიწყობდნენ ხელს. დედაჩემის დამსახურებაა, ახლა რომ ვხატავ. ნიჭიც მისგან გადმომეცა და, საერთოდ, ჩემს შემოქმედებას დედის ხსოვნას ვუძღვნი. დედა პიანისტი იყო, მაგრამ კარგად ხატავდა. იგი ახალგაზრდობაში დიდხანს მუშაობდა მულტსტუდიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მეც ვმუშაობდი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტსტუდიაში ფაზიორად.
აკადემიაში ჩაბარების დროს შევქმენი ოჯახი, რამაც ხელი შემიშალა აკადემიაში მოხვედრაზე. რამდენიმე წლის შემდეგ ჩავაბარე ხელოვნების ინსტიტუტის ფერწერა-დეკორაციის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის მერე მქონდა 10- წლიანი პაუზა.
შემდეგ დედის დაკარგვის გამო ჩემი ცხოვრება  ძალიან უფერული და დეპრესიული გახდა. და დავიწყე ხატვა. დღემდე ინტენსიურად ვხატავ. 14618693_1414912951871850_1904710381_o
– ანუ პაუზის მერე ისევ აიღეთ ფუნჯი და ინტენსიურად განაგრძეთ ხატვა…
– ადრე, ინსტიტუტამდე და მერეც, ვხატავდი განსხვავებული ტექნიკით, ტილოზე ზეთის საღებავებით და მასტეხინით,  ფუნჯს იშვიათად ვიყენებდი. ახლანდელი ტექნიკა მიღწეულია დიდი შრომისა და გათენებული ღამეების ფასად.  პროგრესი სწრაფად წავიდა და ახლა ცოტა შევნელდი, იმიტომ რომ მოწაფეებზე ვარ გადართული. მათ ვუზიარებ ცოდნას და გამოცდილებას.
  გამოდის, რომ დეკორატიული გრაფიკა მოგვიანებით დაიწყეთ
– დიახ, სულ რაღაც 5 წელია, გადავედი განსხვავებულ სტილზე, რომელსაც დეკორატიული გრაფიკა ჰქვია. იხატება ქაღალდზე, შერეული ტექნიკით. მივაგენი იმ საღებავებს და იმ სტილს, რაც ჩემი ყოფილა და არ ვიცოდი. იმის მერე ასე ვხატავ ყოველ დღე.
როგორ უხამებთ ფერებს? ცისფერი არბობს თქვენს ნამუშევრებში… ორნამენტებიც საოცარია…14672818_1414914438538368_2045209007_o
ძალიან მიყვარს ლურჯის ტონები, ლაჟვარდისფერი, შაბიამინისფერი, ფირუზისფერი. ეს, ალბათ, ქვეცნობიერიდან მოდის.  არ ვიცი, ორნამენტები საიდან მოდის, მეხატება ასე, წარმოდგენა არ მაქვს. წერტილიდან ვიწყებ და ლამაზი კომპოზიციით მთავრდება.
ბავშვობის რამდენიმე ნახატი გამორჩეულად გიყვართ...
– მაქვს ჩემი ფავორიტი ნახატები, რომლებსაც ვერასოდეს შეველევი. ამიტომ მსურველებს მათ ასლს ვუხატავ ხოლმე.
– თქვენი ფერები ისეთ შეგრძნებას მიტოვებს, თბილისს რომ მოუხდებოდა…
თბილისში არ მომწონს  თანამედროვე სახლები, რომლებიც ქალაქს  ძველებურ იერსახეს უკარგავენ და ჩრდილავენ მათ. ჩემი სურვილია, დავუარო ძველი თბილისის ქუჩებს და უძველესი სადარბაზოების კიბეები და კარები მოვხატო.
 როგორ გარემოში გიყვართ ხატვა?
– იმისათვის, რომ კონცენტრაცია მოვახდინო ჩემს ნახატზე, მჭირდება სიმარტოვე და მუსიკა. შთაგონებას კარგი განწყობა მაძლევს. გაგიკვირდებათ და, ელექტრონული მუსიკა მიყვარს. განწყობას გაჩნია.14620030_1414913801871765_1889544694_n
– მოწაფეები ახსენეთ… ახლახან გალერეა გამრეკელში თქვენი და თქვენი სამხატვრო ჯგუფის გამოფენა გაიმართა. გამოიფინა 20 მხატვრის ნამუშევრებ, – ნახატები და მხატვრული ჭურჭელი...
– ეს არის ჩემი და ხატვის მოყვარულთა ჯგუფის პირველი ერთობლივი გამოფენა. 2013 წლიდან ვისაც ჩემთან უმუშავია, ყველას ნამუშევრები გამოიფინა. შევასწავლი ხატვას და მოხატვას დეკორატიული გრაფიკით. ჩემი მოსწავლეების 90 პროცენტს არასოდეს უხატია. ძალიან მეგობრული და საინტერესო ჯგუფი გვაქვს. ამის გარდა, ინტერნეტგაკვეთილებს ვატარებ ქართველი ემიგრანტებისთვის და მათთვის, ვისაც მოსვლა არ შეუძლია.
როგორ ჩაიარა გამოფენამ კმაყოფილი ხართ?
– გამოფენამ კარგად ჩაიარა. მთავარია ჩემი მოსწავლეები  კმაყოფილები არიან. ჯგუფში ჩასაწერად განცხადება არ გამიკეთებია, თუმცა უამრავი მსურველი გამოჩნდა.  მათ პირობები გავაცანი და ვნახოთ, რა იქნება.
14725358_1414914685205010_109977340_oროგორ ხდება, რომ თქვენი მოსწავლეების 90 პროცენტს არასოდეს უხატია და მერე საოცრად ხატავს? ეს ალბათ თქვენი დამსახურებაა..
–  შემუშავებული მაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ძალიან ეხმარება დამწყებ მხატვარს, რომ ფიგურატივით შექმნას კომპოზიციები.
– 2013 წელს ფოკლორის ცენტრში გაიმართა პირველი პერსონალური გამოფენა, რომელმაც დიდი აღელვება მოგიტანათამბობთ, რომ პერსონალური გამოფენის მერე რაღაცნაირად იცლებით და გამოწურული რჩებითანუ სტიმულის მომცემი არ არის?
– პირველი გამოფენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ემოციებით დატვირთული ვიყავი, მთელი ერთი კვირა ყოველდღე უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად და ყველა მეცნობოდა. ამ გამოფენის მერე 3 თვე ვერ შევძელი ხატვა. შემდგომი გამოფენებიც თითქმის ასე იყო. ახლა კი მივეჩვიე ამ სიტუაციას.
ჩემი სულიერი კომფორტია ხატვაერთ ინტერვიუში თქვით. და ხატვისას ყოველთვის კარგი განწყობა გაქვთ...14599763_1414437748586037_553433465_o
დიახ, ჩემი სულიერი კომფორტია ხატვა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ერთი თვე ჩავიკეტო ერთ ოთახში და თავაუღებლად ვხატო.
– „წვიმის თოჯინაგანსაკუთრებული ისტორია აქვს…
– „
წვიმის თოჯინა“ ჩემი ახალი შემოქმედების დასაწყისია, მორჩენილი საღებავებით შექმნილი. შემოქმედების მეორე ეტაპი სწორედ „წვიმის თოჯინიდან“ დაიწყო. ძველი საღებავები შემეცოდა გადასაყრელად. ავიღე ტილო და დავხატე. დავდე ინტერნეტში და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხალხმა მომცა სტიმული…
 ქართული ფილმების და ზღაპრების პერსონაჟებიც დახატეთ. რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
– დახატული მაქვს არაერთი სახასიათო გმირი სხვადასხვა  ნაწარმოებიდან. ისინი ჩემი საყვარელი გმირები არიან. მათ შორის გამოვარჩევდი ფუფალას, რომლიც დავხატე ახალგაზრდობაში – ,,ფუფალა ახალგაზრდობაში“, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მიყვარს ,,მარო“  ფილმიდან „გარიგება“, რომელსაც ნანული სარაჯიშვილი ასრულებს. დიდი სიამოვნებით ვაჩუქე ეს ნამუშევარი ქალბატონ ნანულის, რომელიც ჩემს გამოფენაზე იმყოფებოდა.14678112_1414908875205591_196131645_o
სულ ძიების პროცესში ხართ... ასზე მეტი თეფში მექნება დახატულიო, ამბობთ და არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს. მოხატვის თქვენეული გეგმაც გაქვთ, კერამიკაზე გამოწვით მოხატვის სწავლაც გინდათ ეს ნამუშევრებსაც ეტყობა…
– კერამიკაზე ჭიქურზედა მოხატვის ტექნიკა უკვე ვისწავლე, ალბათ, ახლო მომავალში აქაც ვცდი ბედს. რა თქმა უნდა, მე მხოლოდ მოსწავლეებს შევასწავლი ხატვას და მოხატვას ჩემი ტექნიკით.
– შვილებს თუ აინტერესებთ თქვენი მხატვრობა და სურთ ამ მხრივ მუშაობა?
– საბედნიეროდ,  უფროს შვილს – მარიამს აღმოაჩნდა ხატვის ნიჭი. მას აქვს ის მარცვალი, რომელიც ამ ტექნიკას სჭირდება. იგი ჯერჯერობით გრაფიკაში ხატავს, სულ მალე მის ნახატებს ფერებით გავაუმჯობესებთ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

14689217_1414914211871724_63492607_o

14618918_1414914358538376_924260402_o

14625800_1414913111871834_366423657_o

14725372_1414913638538448_706518234_o

14678017_1414913381871807_800047382_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები