კიევში, აქციაზე დაღუპულთაგან ერთ-ერთი ბელორუსიის მოქალაქე აღმოჩნდა
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე დაღუპული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბელორუსის მოქალაქე, მიხეილ ჟიზნევსკი აღმოჩნდა,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიხეილ ჟიზნევსკი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. კიევში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, არაოფიციალური ინფორმაციით, ხუთამდე გაიზარდა. “ბერკუტი” ყუმბარებს და ცრემლსადენ გაზს ისვრის, პარალელურად ცდილობს, აიღოს ბარიკადები. შეტაკებები ამ წუთებში რამდენიმე წერტილში მიმდინარეობს.