ემუქრება თუ არა მარგველაშვილს ვადამდელი გადაყენება – სოზარ სუბარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაეთიკურ განცხადებებს ეხმაურება

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, გაზეთ “პრაიმტაიმთნ” ინტერვიუში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაეთიკურ განცხადებებზე საუბრობს.
მისი თქმით, მარგველაშვილის ვადამდელი გადაყენების საკითხი “ქართულ ოცნებაში” არ განიხილება.
“არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც არარსებულ თემებს იგონებენ, შემდეგ ამაზე იწყებენ განგაშის ზარის შემოკვრას და ამ არარსებულ თემაზე ალაპარაკებენ მთელ ქვეყანას. შემიძლია, ხაზგასმით გითხრათ, რომ მსგავსი იდეა არ განიხილება. მინდა დავაწყნარო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ მარგველაშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იჯდეს მშვიდად და ნურც თავად, ნურც პრესსპიკერი და მრჩევლები ნუ აკეთებენ საზოგადოების შეცდომაში შემყვან განცხადებებს.
როცა პრეზიდენტის პრესსპიკერი პარლამენტის წევრს უკრძალავს აზრის გამოთქმას და ეუბნება, – თქვენს საქმეს მიხედეთო, უკაცრავად და, მინიმუმ, არაეთიკურია. დიახ, სწორედ პარლამენტის წევრია ის, ვინც ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობაზე უნდა იმსჯელოს, თითოეული დეპუტატი გამოთქვამს საკუთარ აზრს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ მარგველაშვილს თავისი საყვარელი რეზიდენციიდან ვინმე გამოასახლებს ან იმპიჩმენტს მოუწყობს.
კონკრეტულმა დეპუტატმა გამოთქვა თავისი პერსონალური დამოკიდებულება. ერთი რამ ცალსახად მინდა გითხრათ, კონსტიტუციაში არ შევა არანაირი ცვლილება საყოველთაო განხილვისა და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები