დავით უსუფაშვილი შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნოს

უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე შესაძლოა დავით უსუფაშვილი დაინიშნოს. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემის ცნობით, მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება ასევე ირაკლი ალასანიაზეც, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ალასანია უცხოეთში გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ისევ ვაკანტურია. ირინა იმერლიშვილი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანა და ახლა იგი თავმჯდომარის სტატუსისთვის იბრძოლებს.
სწორედ ექსპერტები მოიაზრებენ დავით უსუფაშვილს უშიშროების საბჭოს მდივნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები