ლევან სამუშია: ირაკლი ალასანიას რა გეგმებიც ჰქონდა გორთან დაკავშირებით, გუნდის გარეშე ვერ შეძლებდა მათ განხორციელებას

​”ამომრჩეველს, არა მარტო გორში, არც სხვაგან „თავისუფალი დემოკრატები“ არ მიატოვებენ”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.
იგი პარტიის ლიდერის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას განმარტავს და თვლის, რომ ალასანიას თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება ჰქონდა.
“ირაკლი ალასანიამ განმარტა თუ რატომ წავიდა პოლიტიკიდან და რატომ აღარ მიიღო მეორე ტურში მონაწილეობა, იგი თვლის, რომ ის გეგმები, რაც მას ჰქონდა გორთან მიმართებაში, გუნდის გარეშე ვერ განხორციელდებოდა“, – განაცხადა სამუშიამ.
მეორე ტურში გავიდა „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილიც. ლევან სამუშია აცხადებს, რომ ჭიათურის შემთხვევაში, ბრძოლას აზრი ექნება და მთელი პარტია ჭიათურისკენ იქნება მობილიზებული.
“პროცენტული სხვაობა თეიმურაზ გაფრინდაშვილსა და მის ოპონენტს შორის საკმაოდ მცირეა, ამიტომ მთელი „თავისუფალი დემოკრატები“ ვიქნებით მობილიზებულნი ჭიათურისკენ და იმედი მაქვს, რომ ბატონი თეიმურაზი გაიმარჯვებს“, -აცხადებს სამუშია.
​მისივე განმარტებით, გუნდის გარეშე დარჩენილი გაფრინდაშვილი, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევში, ჭიათურელების ინტერესების დაცვას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები