აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტუნარიანს და კარგად ორგანიზებულს უწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. დეპარტამენტი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს კონკურენტუნარიანს და კარგად ორგანიზებულს უწოდებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებმა ძირითადი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩაიარა და მან რეგიონში საქართველოს, როგორც დემოკრატიული რეფორმების ლიდერი ქვეყნის სტატუსს გაუსვა ხაზი.
განცხადებაში საუბარია საარჩევნო პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებზე და რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტზეც. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ძალადობისა და დაშინების შემთხვევებს და ამ ფაქტების  გამოძიებას ითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მეორე ტურამდე დარჩენილი პერიოდი მშვიდად გაიარონ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს და ყოველთვის დაუჭერს მხარს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები