თბილისში ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ლია ჯახველაძესთან ერთად სამართლიანობისთვის მებრძოლი დედის, ირინა ენუქიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო.

გიორგი ალიბეგაშვილმა თამარ მეფის ორდენოსანი დედის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მოგეხსენებათ, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას უკვე მიენიჭა ირინა ენუქიძის სახელი. აღნიშნულით ჩვენ გვსურდა, პატივისცემა გამოგვეხატა სამართლიანობისთვის თავგანწირული ადამიანის მიმართ’’, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
მემორიალური დაფა კორნელი კეკელიძის ქუჩაზე, ირინა ენუქიძის საცხოვრებელ სახლთან გაიხსნა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ირინა ენუქიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები