ცესკო: არჩევნების პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრა, საქართველოს მასშტაბით ოთხ საარჩევნო უბანზე გაიმართება

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა საქართველოს მასშტაბით ოთხ საარჩევნო უბანზე გაიმართება.
მისივე თქმით, თუმცა საოლქო-საარჩევნო კომისიებში მიღებული საჩივრებიდან გამომდინარე, ეს ციფრი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
მიქელაძის განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, განმეორებითი კენჭისყრა ტარდება ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე – განმუხურის 39-ე, ასევე სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე. გარდა ამისა, განმეორებითი არჩევნები ჩატარდება მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე.
”საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობისას, ცესკო ამ უბანში განმეორებით კენჭისყრას ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა, ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამორჩეველთა საერთო რაოდენობაზე. განმეორებითი კენჭისყრა იმართება ორი კვირის ვადაში, ნებისმიერ დღეს. მაგალითად, პირველი ტური იყო 8 ოქტომბერს, განმეორებითი კენჭისყრა 8 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადაში ნებისმიერ დღეს შეიძლება დაინიშნოს. ამაზე ცესკო იმჯელებს”, – განმარტა ანა მიქელაძემ.
განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების ბოლო ვადა 27 ოქტომბერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები