58-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს
ბათუმში, 58-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობას“ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს.
ბათუმის 79-ე ოლქში, სადაც 58-ე უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს, ხმაური იყო.
58-ე უბნის თავმჯდომარემ, რუსუდან რამიშვილმა განაცხადა, რომ ხმების დათვლის პროცესში ხელს უშლიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ამიტომაც ცდომილებაა დოკუმენტში.
როგორც 58-ე უბნის თავმჯდომარემ, რუსუდან რამიშვილმა განაცხადა, ხმების დათვლის პროცესში ხელს უშლიდნენ, სწორედ აღნიშნულის შედეგია ის, რომ დოკუმენტში ცდომილებაა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები სიტუაციას ხელოვნურად ძაბავდნენ.
58-ე უბნის თავმჯდომარის ბრალდებებს “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უსაფუძვლო უწოდეს.
სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ უბნის შედეგების გადათვლის პროცესი გაგრძელდა.
ბათუმის #79 ოლქის გადაწყვეტილებით, ბათუმის 58-ე უბნის მონაცემებს ითვლიან.
აღნიშნული უბნის მონაცემების თავიდან გადათვლა “სამართლიანმა არჩევნებმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვეს ვინაიდან, შემაჯამებელი ოქმი გადასწორებულია და თან არ ახლავს ჩასწორების აქტი.
“სამართლიანი არჩევნები” აღნიშნულს პროცედურულ დარღვევად აფასებს.