“ყიზილაჯლოში არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო”

პარტია „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი მარნეულში, კამრან მამედოვი აცხადებს, რომ სოფელ ყიზილაჯლოში არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო.
მისი თქმით, პროვოკაციების მოწყობის მიზეზი მათი კანდიდატის არჩევნებში შესაძლო დამარცხება იყო.
კამრან მამედოვი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ეროვნული შუღლის გაღვივება და აჟიოტაჟის ატეხვა სურდათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი აგებდა იქ და როგორც აზერ სულაიმანოვმა მომიგზავნა თავისი ცოლის ძმები დასაშინებლად, ასევე იმოქმედეს სიტუაციებით, დარბევებით. კარგად იცით, დაშავდა სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე რამინ ისმაილოვი, რომელიც მოხვდა საავადმყოფოში, ეროვნული შუღლის გაღვივება უნდოდათ. ეს არის პირადად აზერ სულეიმანოვის დავალება და აკმამედ იმამკულიევის შესრულება. ამ ყველაფრით სურთ აჟიოტაჟის ატეხვა“, – განაცხადა კამრან მამედოვმა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე, საარჩევნო უბანი დაარბიეს და ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველები დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები