ლაშა ნაცვლიშვილი: არ მჯერა, რომ ბოკერიას ჯგუფმა ამ გადაწყვეტილებაში ფული აიღო

მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის მომხრეა. როგორც ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორი და რაციონალური იქნება.
„მე მგონია, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება იქნება პარლამენტში შესვლა და პოლიტიკის კეთების პარლამენტში გაგრძელება. მე არც იმის მჯერა, თითქოს ბოკერიას ჯგუფმა ამ გადაწყვეტილებაში ფული აიღო. მიმაჩნია, რომ ეს არ არის კორუფციით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და არანაირი 10 მილიონი ლარი ამ გადაწყვეტილებაში არ გადახდილა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა რაოდენობით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმცირესობაშია და პარტიის წევრთა ნაწილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ნაწილი კი პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობის მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები