ფრანგული პრესა: არჩევნები ჩატარდა ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივისცემით

ფრანგული გამოცემები Le Figaro, Le Point საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ სტატიებს აქვეყნებენ. გამოცემები აღნიშნავენ, რომ ეუთოს დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები ჩატარდა „ფუნდამენტალური თავისუფლებების პატივისცემით“.
Le Point ეუთოს დამკვირვებლების შეფასებას ციტირებს და წერს, რომ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო „კარგად ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“. ჟურნალში აღნიშნულია, რომ ორივე გამარჯვებული პარტია პროდასავლურია და ორივე ამომრჩეველს ევროკავშირს და ნატოში შესვლას ჰპირდება. „თუმცა დაპირებას გზას უღობავს მოსკოვის წინააღმდეგობა, რომლის ჯარიც, 2008 წლის მოკლე ომის შემდეგ მოყოლებული ისევ ორ სეპარატისტულ რეგიონშია განთავსებული“.
გამოცემას მოჰყავს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების დელეგაციის უფროსის, პაოლო ალის სიტყვები, „ამ არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რეგიონში დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში ლიდერის როლი“. მან ხაზი გაუსვა, რომ „არჩევნების მიმდინარეობა ნამდვილად წამახალისებელი იყო ყველა იმათთვის ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“.
Le Figaro-ში აღნიშნულია, რომ გამარჯვებული პარტია, „ქართული ოცნება“ მიუხედავად იმისა რომ პროდასავლურია, სურს შეინარჩუნოს კავშირები რუსეთთან. საქართველო მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგობისა იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები